ენერგეტიკის
მინისტრმა
კახი კალაძემ დღეს, თავისი მოადგილეები წარადგინა.
მინისტრის
პირველი მოადგილე გია ქავთარაძე იქნება, ასევე კალაძის მოადგილეები იქნებიან: ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
კალაძის
განცხადებით,
ინფორმაცია
იმის შესახებ, თუ რომელი მოადგილე რა მიმართულებას უხელმძღვანელებს, მოგვაინებით გახდება ცნობილი.
მინისტრის
თქმით, სამინისტროს დეპარტამენტის ყველა ხელმძღვანელი და ასევე თანამშრომლები, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და თანამდებობას არავინ დატოვებს.
Internet.ge