ტრაგედია საქორწინო
ცერემონიალის მსვლელობისას
მოხდა: დენის დარტყმის
შედეგად ერთმანეთის
მიყოლებით 24 ადამიანი
დაიღუპა, 42 კი დაშავდა.
შემთხვევა საუდის
არაბეთის სოფელ ეინ-ბადრში
მოხდა. ქორწილის
აღნიშვნის დროს სახლს
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი
ხაზის ბოძი დაეცა,
ერთ-ერთი სადენი
კი შესასვლელის
რკინის კარს მიედო.
მომხდარით შეშინებულმა
ადამიანებმა ეზოში გაქცევა
დააპირეს და სწორედ
ამ მომენტში,
კართან შეხების დროს
24 მათგანი ადგილზევე
დაიღუპა. ათობით ადამიანმა
კი დამწვრობა
მიიღო.
Internet.ge