ფოთის
ნავსადგურის
გენერალური
დირექტორი
ჯოზეფ ქროული, თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა და ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.
ჯოზეფ
ქროულის განცხადებით, თანამშრომლებს იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ.
„გუშინ
საღამოს
ჩვენ
მათ მივეცით პირობა, რომ რეზერვისტ თანამშრომლებსაც
კი, გაეზრდებათ ხელფასი 40%-ით, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმდება ყველა მათგანთან 1 იანვრამდე, ჩვენი იურისტები ამ საკითხებზე უკვე მუშაობენ",-
განაცხადა ჯოზეფ ქროულიმ.
შეგახსენებთ,
დღეს დილიდან ფოთის პორტის 1200-მა მუშამ ხელფასების მომატების მოთხოვნით უვადო გაფიცვა გამოაცხადა.
Internet.ge