სასტუმრო
"რადისონში",
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი, პროექტის - "Speak up" პირველი ეტაპის 300-მდე მონაწილეს შეხვდა.
ღონისძიებაზე
მინისტრმა
პროექტის მიმდინარეობა შეაფასა და რეგიონებში პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინგლისური ენისა და ლიდერის
უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა - "Speak up" ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარე წლის მაისში ჩატარდება.
პროექტის - "Speak up" პირველი ეტაპის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით სხვდასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან წინასწარ შერჩეული 300 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი 2 თვის განმავლობაში ესწრებოდნენ პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგებს. ახალგაზრდებს სალექციო კურსი, რომელიც მთლიანად ინგლისურ ენაზეა, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერებმა ჩაუტარეს. ამჟამად პროექტ
"Speak up"-ის მეორე
ეტაპი მიმდინარეობს (გორი, რუსთავი, მცხეთა) და მასში ჩართულია 400-მდე სტუდენტი.
მიმდინარე
წლის მაისის თვიდან პროექტის განხორციელება ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში დაიწყება. პროგრამაში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ინგლისურ ენას საშუალო დონეზე ფლობენ. მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ქალაქის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს ან შეავსონ
ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-საიტზე
www.speakup.ge. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
პროექტი
"Speak Up" სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "SPEAKUP".
internet.ge