GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
15:41 01.11.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების სამინისტრო სამკურნალო დაწესებულებაში 39 წლის პატიმარის გარდაიცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 1-ელ ნოემბერს, დილის 05:20 საათზე, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 1974 წლის 23 მაისს დაბადებული მსჯავრდებული გ.თ.

„№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2012 წლის 6 სექტემბერს, ქსნის #19 ტუბ. დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დიაგნოზით - ფილტვების ტუბერკულოზი, მგბ(+) დადებითი; პიოდერმია; აივ ინფექცია შიდსი სტადია 3; ქონიკული C ვირუსული ჰეპატიტი, ტოქსიური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა; ნაადრევი ფარული ხანის ათაშანგი.

სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ინფექციურ განყოფილებში. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, კი გადაყვანილი იქნა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზი: სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.

სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გარდაცვალების ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.1
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 19 წლის გოგონას თავს დაესხნენ2
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ3
„ქართულ ოცნებას“ სოხუმიდან მიმართვას უგზავნიან4
შსს ოზურგეთში, კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებას უარყოფს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X