სასჯელაღსრულების
რუსთავის
#16 დაწესებულებასთან,
პატიმრების
მშობლები და ნათესავები ღამის გათენებას გეგმავენ.
ციხესთან
შეკრებილი
მოქალაქეები,
დაწესებულებიდან
გამოსულ მანქანებს შემოწმების გარეშე არ უშვებენ, რადგან მათი ინფორმაციით, ციხიდან პატიმრები გაყავთ.
მსჯავრდებულები
კი, დაწესებულების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვენ. მშობლების ინფორმაციით, პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდება.
პატიმრების
ახლობლებმა
შეკრება დაწესებულებასთან
გუშინ დაიწყეს. მათი განცხადებით, ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
internet.ge