სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით გრძელდება პატიმართა ეტაპირების პროცესი.
როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ
განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის #8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, 100 მსჯავრდებული გადაიყვანეს ქსნის #15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში.
„ეტაპირების პროცესი მიზნად ისახავს ერთის მხრივ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების განტვირთვას, მეორე მხრივ იმ მსჯავრდებულთა
გადაყვანას შედარებით მსუბუქი რეჟიმის პირობებში, რომლებიც არ უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი რეჟიმის ინსტიტუციებში“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge