ლანჩხუთელები აჭარიდან ჩასახლებული მუსულმანების მიერ სამლოცველო გახსნას აპროტესტებენ
ლანჩხუთის
რაიონის სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ.
სოფლის წარმომადგენლები შეკრებილნი არიან იმ სახლთან, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს.
თავის მხრივ კერძო კუთვნილების მეპატროიონე
არჩილ
კახაძე აცხადებს, რომ მას სამლოცველოს გახსნის კანონიერი უფლება აქვს.
შექმნილი დაძაბულობის გამო, ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივ მცოვრებლებს სკოლის
მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
ადგილობრივები ადგილზე სახალხო დამცველის
ჩასვლას ითხოვენ.
Internet.ge