კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი
ოსმან თურანი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებას
გეგმავს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა, კომპანია "ჯეოსელის" მენეჯმენტში ცვლილებებია.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოსმან თურანი
„ჯეოსელიდან“ წასვლას აპირებს, ცქიტიშვილმა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ
ისურვა.
„ოსმან
თურანი მენეჯმენტში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრებს, ყველაფერს ამ შეხვედრაზე გაიგებთ“,- აცხადებს
პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
Internet.ge