„საგადასახადო
კოდექსში“ ცვლილება შედის,
რომლის თანახმად, გაზეთების, ჟურნალებისა და
მათთან ერთად შეფუთვაში არსებული საქონლის ტრანსპორტირებაზე
საგადასახადო შეღავათი წესდება.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე
წარდგენილია და მისი განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.
კანონის დღეს მოქმედი ნორმით, საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, გაუცემლობა ან
ზედნადების მიღებაზე უარის
თქმა ჯარიმდება. პროექტით კი კონკრეტდება, რომ პასუხისმგებლობა არ გავრცელდება – გაზეთების, ჟურნალების და მისი
გამომცემლის მიერ მასთან
ერთიან შეფუთვაში მოქცეული
საქონლის ტრანსპორტირებისას,
გარდა გამომცემლის მიერ
პირველადი მიწოდების შემთხვევისა.
internet.ge