გაზეთ "იზვესტიას” კითხვაზე,
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ხომ არ არის უპრიანი
გაუქმდეს ემბარგო, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ თავის
დროზე ქართული ღვინის შეტანა მხოლოდდამხოლოდ მისი უხარისხობის გამო აკრძალეს. თუმცა
მისი თქმით, ვითარება ამ მხრივ უკვე გამოსწორდა და ამიტომაც, "არ გამოვრიცხავ, რომ
ქართული ღვინო დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე, თუკი ჩვენ შესაბამის დოკუმენტებს წარმოგვიდგენენ.
რატომაც არა?” - განაცხადა ონიშენკომ და დასძინა, რომ მანამდე ამის წინააღმდეგი "ქართველი
ლიდერი” იყო.
ამასთან, ონიშენკომ საქართველოს
"კვაზისახელმწიფო” უწოდა და განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დასაბრუნებლად
ჯერ საჭიროა, რომ ქართული საწარმოები რუსმა ექსპერტებმა შეამოწმონ.
Internet.ge