ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებით განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის
თანამდებობიდან გადადგომის ფაქტზე კომემტარს არ აკეთებენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“- ს უწყების საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის
მინისტრი ჟურნალისტებთან კომენტარს 17:00 საათისთვის გააკეთებს.
კალანდაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ
ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა, რომლის თანახმად, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტს ვახტანგ კაპანაძე დაიკავებს.
კაპანაძე აფხაზეთის ომის მონაწილეა. იყო გენერალური
შტაბის უფროსი. ის საგარეო დაზვერვაში მაღალ თანამდებობას იკავებს. მას სამხედრო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. არის სამხედრო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.
რაც შეეხება კალანდაძეს, ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობაზე ა.წ. 8 ოქტომბერს დანიშნა.
Internet.ge