GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„იმედის“ ახალმა ხელმძღვანელობამ საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა
16:14 02.11.2012
დღის სიახლეები

ტელეკომპანია იმედის ახალმა ხელმძღვანელობამ არხის საინფორმაციო სამსახური მთლიანად დაითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას იმედის ყოფილი ჟურნალისტები პირად საუბრებში ადასტურებენ.

მაყურებელს დაემშვიდობა დღეს ახალი ამბების წამყვანი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძეც.

„იმედზე ახალ ამბებს მე თქვენთვის აღარ მოვამზადებ, ჩვენს ნაცვლად იქნებიან სხვები“,- წერს ჟურნალისტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მელაძე იმედს გამოთქვამს რომ ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას შეეძლებს.

„ნახვამდის, ვემშვიდობები ქრონიკის მაყურელებელს, იმედზე ახალ ამბებს მე თქვენთვის აღარ მოვამზადებ, ჩვენს ნაცვლად იქნებიან სხვები. ახალი ამბების კეთება ეს არის ყველაზე რთული საქმე, მე მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ვინც იმედის ახალი გუნდის წევრი გახდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც იყო ჩემი გულშემატკივარი, და ცხრა სატელევიზიო სეზონი იმედის არხზე, მანამდე მზეზე და კიდევ უფრო ადრე პირველ არხზე უყურებდა ახალ ამბებს, რომელსაც მე ვამზადებდი. მე სხვა არაფრის კეთება ვიცი, მე ვარ ჟურნალისტი და იმედი მაქვს რომ ისევ შევძლებ გითხრათ, “გამარჯობა ეს არის მთავარი დღეს.” კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ იმედელს რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა ამ არხზე. ეს ყველაფერი ფრაგმენტებია, ცხოვრება ამით არ სრულდება, უბრალოდ ის ბევრი სასიამოვნო და უსიამოვნო ფრაგმენტისაგან შედგება. ეს არის რეალიზმი, რომელიც უნდა მივიღოთ, მოვერგოთ და პატივი ვცეთ“,- ამბობს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ არხი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 3 ლარად დაიბრუნა.

გარდაცვლილი ბიზნესმენის  ქვრივის, ინა გუდავაძის განცხადებით, ტელე-კომპანია „იმედს“ ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი, ლიკა პატარკაციშვილი უხელმძღვანელებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„არც კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტში არ არის დაფიქსირებული, როგორ უნდა მოამზადდეს ცვლილებების პროექტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით“1
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი არაღიარებული რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის დააჯარიმა2
დეპუტატის თვითმკვლელობა ვიდეოკამერამ დააფიქსირა (VIDEO)3
სპეცოპერაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე (VIDEO)4
12 წლის ბავშვმა ჩვილი ცემით მოკლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X