ზესტაფონის გამგებლად “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარის კახა გეწაძის დამტკიცებას, საკრებულოში ხმაური მოჰყვა.
სხდომას ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. საკრებულოში უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი მივიდა, რამაც დამსწრე საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
სხდომაზე შეკრებილი ადგილობრივები მინაშვილს მოუწოდებდნენ სხდომა დაეტოვებინა, რის გამოც შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი, გეწაძის აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცება მოხდა.
დღეს, ზესტაფონში იმყოფებოდა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი გოგი ქავთარაძეც.
Internet.ge