პოლონური გაზეთის Rzeczpospolita-ს რედაქტორმა ტომაშ ვრუბლიოვსკიმ სკანდალური
პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ პოსტი დატოვა.
საქმე
ეხება სტატიას, რომელშიც საუბარი იყო, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში,
რომელმაც სმოლენსკში კატასტროფა განიცადა, ასაფეთქებელი ნივთირების - ტროტილისა და
ნიტროგლიცერინის კვალი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ გაზეთმა სტატიის გამო ბოდიში მოიხადა და თავის საიტზე დაწერა, რომ გამოცემა
შეცდა.
სკანდალურ
სტატიას პოლონეთში აჟიოტაჟი მოჰყვა. სმოლენსკში დაღუპული პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ
კაჩინსკიმ კი ამის შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ ლეხ კაჩინსკი და ოფიციალური დელეგაცია,
მოკლეს. ის პრემიერ დონალდ ტუსკსაც დაუპირისპირდა.
Internet.ge