სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები საფრანგეთში გაემგზავრებიან
10:45 03.11.2012
|
დღის სიახლეები
|
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2012 წლის 5-10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის
ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები, ნათია იმნაძის ხელმძღვანელობით, ევროპის
საბჭოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიწვევით,
სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან საფრანგეთის რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სამინისტროსა და
საფრანგეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას განხილული იქნება სასჯელაღსრულების სისტემის ორგანიზებასთან
დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, უსაფრთხოების
უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში.
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის
თანამშრომლები მოინახულებენ საფრანგეთის პენიტენციური დაწესებულებებს,
ასევე გაეცნობიან არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებებში არსებულ
ვითარებას.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|