მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს
11:40 03.11.2012
|
დღის სიახლეები
|
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, შესაძლოა პრეზიდენტის
რეზიდენცია სასტუმროდ გადაკეთდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია
"მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.
"აბსოლუტურად შესაძლებელია,
პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც
ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა
კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები.
უშუალოდ ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს. ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა - თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი
ხედებია. მთავარია, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების
შესრულებას", - განაცხადა ხადურმა "მაესტროს" ეთერში. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|