დღეს, საქართველოში დიპლომატების დღე აღინიშნება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს თარიღი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.
მაია ფანჯიკიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.
საღამოზე მინისტრი სიტყვითაც გამოვიდა. მიღებას საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორანდის განცხადებით კი, დიპლომატების ამ ღონისძიებაზე მიწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, დიპლომატიის მთავარი მიზანი კი, საზოგადოების ინტერესების დაცვაა.
internet.ge