პრეზიდენტი კაპრალ რეზო ალავერდაშვილის ოჯახს უსამძიმრებს
16:02 03.11.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოხატა,
2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ რეზო ალავერდაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ქვეყნის პირველი პირი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
აგვისტოს ომში დაღუპულ 21 წლის კაპრალ რეზო ალავერდაშვილს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ და მისი იდენტიფიცირება დნმ-ს ანალიზით გახდა შესაძლებელი.
კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა და იგი დაჯილდოებულია მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული“.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|