მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ესაუბრა
18:19 03.11.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს, საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
მდივან ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის
მთავარი თემა ის პროგრესი იყო, რასაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე
მიაღწია. ამავე სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა
იმსჯელეს დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის
პროცესში არსებული პროგრესის განხილვა, განსაკუთრებით საპარლამენტო
არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისა და მთავრობის გადაბარების ფონზე.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|