დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნიგვზიანის ინციდენტი განიხილება. დეპუტატები დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდებიან.
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, პრობლემა დიალოგის გზით და ცივილურად უნდა მოგვარდეს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სოფელ ნიგვზიანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთმანეთს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მართლმადიდებელი და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები - ქართველი მუსულმანები დაუპირისპირდნენ.