სოზარ სუბარი: ნებისმიერი პატიმრის მიმართ ვინც კანონს არ დაემორჩილება მკაცრი ზომები გატარდება
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრი, ციხეებში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა.
სოზარ
სუბარის განცხადებით, ციხეებში ვითარების დაძაბვა გარედან ხდება და შიგნით ყველაფერი რიგზეა.
“დღეიდან
გატარებული
იქნება კანონის ყველა ზომა მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, 6
მსჯავრდებულის
მიმართ აღიძრა საქმე და ყველა იქნება დასჯილი. გუშინ ქსანში რაც მოხდა, ამაზეც კვლევა დაწყებული გვქვს და ყველა ადამიანი ვინც ეცდება კანონის დარღვევას პასუხს უმკაცრესად აგებს”,- განაცხადა სუბარმა.
მინისტრის
თქმით, ასევე ციხიდან 20 მეტრის პერიმეტრზე აიკრძალება აქციის მოწყობა, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული
და ყველა, ვინც ამ წესებს დაარღვევს იქნება დასჯილი.
“ნებისმიერი
პატიმრის მიმართ, ვინც კანონს არ დაემორჩილება, დღეიდან მკაცრი ზომები გატარდება. რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმებს, ისინი ყველგან შევლენ სადაც საჭირო იქნება და დაამყარებენ წესრიგს”,- განაცხადა სუბარმა.
internet.ge