ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, გურიაში, სოფელ ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ნიგვზიანში, მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ. ბესელია ვარაუდობს, რომ კონფლიქტი სოფელში პროვოცირებული იყო და მეჩეთის მშენებლობის საკითხი განხილვის თემა არც ყოფილა.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით კი, მისთვის გაუგებარია, როგორ აპირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები უმცირესობის უფლებების დაცვას.
შეგახსენებთ, რომ გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ჩასახლებულმა ეკომიგრანტმა აჭარლებმა ერთ-ერთ სახლში მუსულმანური სამლოცველო მოაწყვეს, რასაც ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
Internet.ge