GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილ გურჩიანს არ ბლოკავს
12:57 06.11.2012
დღის სიახლეები
„საერთოდ არც ერთი დღე და არც ერთი წუთი არ ჩავრეულვარ ომბუდსმენის საქმეებში, არც ვაპირებ ჩავერიო, იმიტომ რომ მგონია ყველა მხარე არასწორედ იქცევა“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გააკეთა. 

„გუშინ საოცარი ამბები გავიგე. ისე გავბრაზდი არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ხოდა ახლა  აქ მინდა დავწერო. ისე მეგობრებს რომ შესჩივლებ. გავიგე, რომ მე თურმე ვბლოკავ თამარ გურჩიანს ომბუდსმენის პოსტზე, მაგრამ მეორე შეხვედრაზე სრული რწმენით მითხრეს, რომ თურმე ბატონი ბიძინა გაბრაზებული ყოფილა ასე რატომ ლობირებს თამარ გურჩიანსო?!

მერე უფრო მაგარი ამბები გავიგე, უჩა ნანუაშვილი თურმე ჩემი აღმოჩენა ყოფილა (ბოდიში უჩა) იმიტომ რომ საგარეჯოელია.

აღარ გავაგრძელებ. იმიტომ, რომ მანამდე 1 წლის მანძილზე ასეთი ისტორიები ასობით იყო, რომ მე ვბლოკავდი და ვლობირებდი და არასოდეს განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ძალიან ცუდი ფორმა მიიღო. 

ხოდა მინდა ყველამ იცოდეთ ვისაც გტანჯავთ ასეთი აზრები, რომ საერთოდ არც ერთი დღე და არც ერთი წუთი არ ჩავრეულვარ ომბუდსმენის საქმეებში, არც ვაპირებ ჩავერიო, იმიტომ რომ მგონია ყველა მხარე არასწორედ იქცევა, მგონია რომ ძალიან არასწორად მიდის პროცესი და ხშირ შემთხვევაში ადამიანები რომელიც მიყვარს და პატივს ვცემ ჩემთვის სრულიად გაუგებრად იქცევიან. როგორც მე დილით ვბლოკავდი და საღამოს ვლობირებდი ერთ-ერთ კანდიდატს, ზუსტად ასეთივე ამბებია დიდი უმრავლესობა დაბლოკვებისა და მხარდაჭერების შესახებ ისტორიები რაც ფბ-ზე იწერება, ოღონს ისეთი კატეგორიულობით წერს ამას ხალხი რომ ძალიან არასერიოზულ ფორმებს იღებს ეს ყველაფერი. 

ბოდიშს ვიხდი ამ პოსტისათვის, მაგრამ იქნებ ერთი დისკუსია იმაზეც მოგვეწყო ამ პროცესში რა შეცდომები იყო დაშვებული, მომავლისათვის გამოგვადგება, ბევრი საკვანძო გადაწყვეტილება იქნება მისაღები ბევრ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და ნამდვილად არ მინდა ყოველ ჯერზე ასეთი მახინჯი ფორმა მიიღოს ამ პროცესმა“,– აცხადებს ხიდაშელი. 

მისივე განცხადებით, რატომ არ მონაწილეობდა ის ომბუდსმენის შერჩევის  აპროცესში, ხიდაშელი აცხადებს, „ როდესაც ეს წარდგენები და შეხვედრები დაიწყო მე ჯერ კიდევ საგარეჯოში ვიყავი და უკვე გაქცეულ მატარებელზე ჩარევა არასწორად მივიჩნიე“,– განმარტავს საგარეჯოს მაჟორიტარი. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აქციის მონაწილეები ახალაიას გადადგომის ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ1
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პოლონეთის ძლევის შემდეგ ნორვეგიას შეებრძოლება2
ახლადგახსნილ ეგვიპტური ტელეკომპანიაში ქალები „სახის გარეშე“ მუშაობენ (VIDEO)3
კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს4
მცხეთაში ფოტოგამოფენა “ქრისტიანული ხელოვნების საგანძური” გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X