GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
“კავკასუს ონლაინი“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს
17:26 06.11.2012
დღის სიახლეები

“კავკასუს ონლაინმა“ გიორგი რატიშვილის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „კავკასუს ონლაინი“ არც ერთ დროსა და ვითარებაში არ ცდილობს თავი აარიდოს საქმიანობისას წარმოქმნილი შესაძლო გადაცდომების დროს წარმოშობილ პასუხისმგებლობას და  საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

კომპანიის ინფრმაციით,  ყველა იმ სატელევიზიო არხზე, რომლის რეტრანსლირება ხორციელდება“ კავკასუს ონლაინის“ ქსელის მეშვეობით კომპანიას აქვს  ლეგალური უფლება გამყარებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

 

აღნიშნულ განცხადებას „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„კავკასუს ონლაინის, როგორც სატელეკომუნიკაციო კომპანიის საქმიანობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგულირდება; საქმიანობის პროცესში კომპანიის წარმომადგენლები სისტემატურად ხვდებიან  როგორც კომისიის თავმჯდომარეს,  ისე სხვა თანამშრომლებს; დღეს გამოქვეყნებული მასალა ამა წლის აპრილში შემდგარი ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის  აუდიო ჩანაწერია; კონკრეტულ შეხვედრაზე განიხილებოდა “კავკასუს ონლაინის” მიერ რეტრანსლირებული არხების ხელშეკრულებების საკითხი; “კავკასუს ონლაინი” არხების რეტრანსლირებას ახორციელებს უფლებამოსილ კომპანიებთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე; თუმცა,  დამკვიდრებული წესია, რომ ზოგიერთი უცხოური არხის ჩართვა ხელშეკრულების გაფორმებამდე უფლებამოსილი კომპანიის თანხმობით ხდება სატესტო რეჟიმში; ამ პერიოდში მხარესთან მიმდინარეობს კომერციულ და ტექნიკურ პირობებზე შეთანხმების პროცესი, რომლის დასრულების შემდგომ, ხდება კონკრეტულ არხთან ხელშეკრულების გაფორმება; რამდენიმე არხთან დაკავშირებით, “კავკასუს ონლაინმა” ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებების დროულად წარდგენა კომისიაში, რის გამოც კომპანიამ მიიღო გაფრთხილება (2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება N284/18); იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი არხის წარმომადგენლობა არ არის საქართველოში, დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულებების მიღებისა და გაგზავნის პროცესი გარკვეულ პერიოდს მოითხოვს – სწორედ ეს გახდა პირველ შემთხვევაში  ხელშეკრულებების წარდგენის შეფერხების მიზეზი – თუმცა გაფრთხილების შემდეგ მოთხოვნილი ხელშეკრულებების დიდი ნაწილი კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა კომისიაში –  და მეორე შემთხვევაში კომპანიის 30 000 ლარით დაჯარიმების საფუძველი (2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება N 662/18);

 

დღეისათვის, ყველა იმ სატელევიზიო არხზე, რომლის რეტრანსლირება ხორციელდება “კავკასუს ონლაინის” ქსელის მეშვეობით კომპანიას აქვს  ლეგალური უფლება გამყარებული შესაბამისი ხელშეკრულებით, ხოლო სატესტო რეჟიმში ჩართულ რამდენიმე არხზე  უფლებამოსილი კომპანიების თანხმობა ამ მაუწყებლობაზე;  ხოლო ის არხები, რომელთა უფლებამოსილ წარმომადგენლებთან კომპანიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას, ამოღებულია გავრცელების ქსელიდან;  

აქვე განვმარტავთ, რომ “კავკასუს ონლაინი” არც ერთ დროსა და ვითარებაში არ ცდილობს თავი აარიდოს საქმიანობისას წარმოქმნილი შესაძლო გადაცდომების დროს წარმოშობილ პასუხისმგებლობას და  საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით“,- ნათქვამია განცხადებაში.  

 

Internet.ge     

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დნმ-ის ანალიზით იდენტიფიცირება მოხდა1
“კავკასუს ონლაინი“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს2
პროფკავშირები მაღაროელთა გაფიცვას უერთდებიან3
თურქეთში მიწისძვრა მოხდა4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 17 ოქტომბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X