შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია
გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია.
ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე
გააკეთა.
მისი თქმით, კალანდაძის დაკავება თავდაცვის სამინისტროს
ადმინისტრაციულ შენობაში, 7 ნოემბერს, 05:20 საათზე მოხდა.
როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, მისი წინასწარი დაკითხვა არ
მომხდარა. გამთენიისას განხორციელდა კალანდაძის პირადი ჩხრეკა.
„პროკურატურის წარმომადგენელმა დაკავებულს ორჯერ შესთავაზა ჩხრეკას
მოწმეებიც დასწრებოდნენ, რაზეც კალანდაძემ უარი განაცხადა. მან გამოიყენა კანონით
გათვალისწინებული უფლება, დაურეკა ახლო მეგობარს და ოჯახის უსაფრთხოების დაცვა
სთხოვა. რაც შეეხება დაკავებას, გენერლის დაკავება შეუზღუდავად, მშვიდ ვითარებაში
მოხდა. დაკავებისას კალანდაძეს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა“,-
განნაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, იგეგმებოდა დაკავებულის ორი საცხივრებელი სახლის
ჩხრეკა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კალანდაძეს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს,
პროკურატურამ ჩხრეკის დილამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
„დაკავებული შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში
იმყოფება“,- დასძინა მინისტრმა.
მისი თქმით, კალანდაძესთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული.
Internet.ge