სახალხო დამცველის თანამდებობა, საპარლამენტო უმრავლესობამ ექსპერტს საარჩევნო საკითხებში
- ნინო ხატისკაცს შესთავაზა, რასაც ხატისკაცი დათანხმდა.
ხატისკაცის განცხადებით, მან თავისი კანდიდატურა თავდაპირველად გურჩიანის სასაგებლოდ მოხსნა, თუმცა მისი კანდიდატურა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელზეც პოლიტიკური თანხმობა არსებობდა.
როგორც ცნობილია ნინო ხატისკაცი უმრავლესობასთან შეხვედრას ხვალ გეგმავს.
“ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და გადაწყვეტილებაც ადვილად მისაღები არ იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის
აღების დრო არის. თუ გეძლევა შანსი, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო”,- განაცხადა ხატისკაცმა.
internet.ge