საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ახალი
პარლამენტი საქმის ელექტრონულ წარმოებაზე გადავა.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”–ს გოგორიშვილმა განუცხადა,
კანონპორექტი ინიცირებისთანავე, პარლამენტის ვებ–გვერდზე აიტვირთება.
„პლენარულ სხდომაზე,
ქაღალდებით აღარ ვიმუშავებთ“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ მომავალ
კვირას, პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება, რომელიც 323
მუხლისგან შედგება. მომავალი პარლამენტისთვის, დოკუმენტის მიღება – საგაზაფხულო
სესიის დასრულებამდე მოხდება.
Internet.ge