GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
12:43 19.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ნათია ლოლაძე აირჩიეს.

არჩევნები რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, პრეზიდენტის არჩევნებს შემდეგი წესით ატარებს.

სწჯს-მ ჩაატარა გენერალური ასამბლეის სხდომა, სადაც გაიმართა სწჯს-ის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები. არჩევნების შედეგად კი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლოლაძემ საქართველოს წითლი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის პოსტზე ნანა ყეინიშვილი შეცვალა.    

ნათია ლოლაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტობამდე უცხოეთსა და საქართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო „Global Economic“-ის ფინანსური დირექტორი,  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება  თბილისის ფილიალის თავმჯდომარე, კორპორაცია „ავიტანის“ (დიდი ბრიტანეთი) ფინანსური დირექტორი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის თანაშემწე და სამხრეთ ოსეთის პრემიერ მინისტრის თანაშემწე სამხრეთ ოსეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე მუშაობის ჯგუფში.

იგი სწავლობდა ესექსის უნივერსიტეტში, სტონარის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი) და ოქსფორდის სენტ კლერის კოლეჯში ბიზნესის ფაკულტეტზე.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე მივა1
პლენარულ სხდომას ვანო კიღურაძე წარუძღვება2
გიგა ბოკერია: ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სწრაფად უნდა განახლდეს3
ფესტივალი “არტისტერიუმი 2012” დღეს გაიხსნება4
ვანო მერაბიშვილი: თქვენი შვილების უსაფრთხოების გარანტი პირადად მე ვარ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X