ქუთაისში სასტუმრო " ბაგრატი" აშენდება, რომელიც ექსპლოატაციაში 2013 წლის ბოლოს შევა. ახალ სასტუმროს მშენებლობას მხარის გუბერნატორმა
ლაშა მაქაცარიამ ჩაუყარა საფძველი.
6 სართულიანი, მრავალპროფილიანი სასტუმრო 1, 2 და 3 ადგილიანი ნომრებით დაკომპლექტდება. სასტუმროს ექნება საკონფერენციო დარბაზი, ქალთა და მამაკაცთა
სპა-დარბაზი, ფიტნეს და გასართობი ცენტრები და მასაჟის კაბინეტი.
ახალი
სასტუმროს
მშენებლობას კომპანია „ბაგრატი 1003"
აწარმოებს. პროექტზე 1 მილიონ 800 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
სასტუმროს
მშენებლობაში
ადგილობრივი
კადრები დასაქმდებიან.
„ბაგრატი
1003" ქუთისში
უკვე ცნობილი ბრენდია. ამ ჯგუფის მიერ პირველი სასტუმრო 4 წლის წინ აშენდა.
Internet.ge