საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ გახსნა.
მიხეილ სააკაშვილი კოლეჯის მესვეურებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ პროფტექნიკური სასწავლებლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ახალ კოლეჯში ფუნქციონირებს რამდენიმე ლაბორატორია და სახელოსნო, რომლებიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით, ყველა საჭირო ინვენტარითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელიც. ამჟამად, კოლეჯში 500-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული. რეგისტრაციისა და 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ახლადგახსნილ კოლეჯში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმყოფებოდა.
Internet.ge