დიმიტრი ლორთქიფანიძე ,,უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ” კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს
14:11 26.03.2012
|
დღის სიახლეები
|
ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის”, ,,უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ” კანონპროექტის ინიცირებას, დღეს, ბიუროს სხდომაზე მოახდენს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქციის თავმჯდომარე, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, პროექტი ინსტიტუციონალურ მიდგომებს ითვალისწინებს. მისი განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, პირველ რიგში, უმუშევრის სტატუსი უნდა განისაზღვროს და სპეციალური რეესტრი შეიქმნას, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული. ,,კონსტიტუცია, ასევე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კანონპროექტში გაწერილია უმუშევართა შემწეობის ოდენობა, მათთვის სოციალური პაკეტის განსაზღვის წესები, შემწეობის შეწყვეტის პირობები, უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება. მასში გამოყენებულია გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიისა და ლიტვის გამოცდილება”, - აცხადებს დეპუტატი. ლორთქიფანიძის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა, ,,უმუშევართა კავშირთან” ერთად, შვიდი თვე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა პარლამენტის კვლევითმა დეპარტამენტმაც მიიღო. ამას გარდა, ფრაქცია, ამ კანონპროექტთან ერთად, დღეს ,,სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შესახებ, კანონპროექტის ინიცირებასაც მოახდენს. Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|