GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წყალმომარაგების კომპანიამ პირველი სტიპენდიანტი გამოავლინა
18:47 19.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პირველი სტიპენდიანტი გამოავლინა.

გამარჯვებულ სტუდენტს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წარმატება პირადად მიულოცა. 

პროექტი „გააუმჯობესე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით წამოიწყო.

პროექტის მონაწილეებს, ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების გამოყენების, დაცვის და წყალმომარაგების მიმართულების სტუდენტებს, რომლებსაც თეორიული კურსი გავლილი აქვთ, ევალებოდათ ერთი თვის მანძილზე შეესწავლათ საქართველოს დასახლებულ ადგილებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და სქემის სახით წარმოედგინათ. 

პროექტის პირველი გამარჯვებული ტექნიკური უნივერსტეტის წყალმომარაგების ფაკულტეტის სტუდენტი გივი ნადირაძე გახდა, რომელმაც  „დუშეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების" პროექტი წარმოადგინა. კომპანია სტუდენტს მთელი წლის სწავლის საფასურს დაუფარავს, გარდა ამისა, იგი უკვე დასაქმდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. 

მსგავსი ტიპის კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიას ყოველი სემესტრის დასასრულს მიიღებენ. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება1
ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტის თარიღი კვლავ უცნობია2
აფხაზეთი ოპერატიული დანაყოფის "ვოსტოკის" საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს3
შეწყალებული პატიმრები დაწესებულებას დღეს დატოვებენ4
კობახიძე: ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ჩვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X