ნინო კალანდაძე: ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის მიწოდებული დოკუმენტები არავითარ საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ, უშიშროების საბჭოსთვის მიწოდებული დოკუმენტები არავითარ საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავს.
ამის შესახებ განცხადება, კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
კალანდაძის განცხადებით, დოკუმენტის გასაჯაროება უსაფრთხოების თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან გამოქვეყნებულ სიაში საჯარო პირები არიან მოხსენიებული.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში უკანონო ბანდფორმირებები იქმნება, რასაც უშიშროების საბჭო უარყოფს.
Internet.ge