ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, ინტერნეტში
გავრცელებულ სკანდალურ ვიდეო მასალაზე ინფორმაციას არ ფლობს და მისი არსებობის
შესახებაც არაფერი სმენია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"ს ფანჯიკიძემ განუცხადა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ
რაიმე ვიდეო არსებობს, ეს მასალა არასანდო იქნება, ვინაიდან ისეთი ვებ-გვერდი,
როგორიც rutube.ru -ა საერთოდ არ იცის.
„ასეთი ვებ-გვერდი საერთოდ არ გამიგია, მე არანაირი ვიდეო არ მინახავს,
მაგრამ გინდაც რაიმე იყოს, არამგონია ეს სანდო მასალას წარმოადგენდეს“,- განაცხადა
ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტით ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიძინა
ივანიშვილი, მის ოჯახის წევრებთან, მათ შორის მეუღლე - ეკა ხვედელიძესთან ერთად
საკმაოდ უცნაურად ერთობა. აღნიშნულ ვიდეოს ვებ-გვერდი rutube.ru ავრცელებს.
internet.ge