ნინო კალანდაძე: დემოკრატიული არჩევნების ჩატარება დიპლომატიური წარმომადგნელების, პარტიებისა და ხელისუფლების საერთო ინტერესია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
კალანდაძის განმარტებით, დიმიტროვის განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ არ უნდა მოხდეს პარტიებისთვის არჩევნების დროს, ბარიერების შექმნა, ამ ბარიერებში შესაძლოა საკანონმდებლო ბარიერები იგულისხმებოდეს.
მინისტრის მოადგილის თქმით, დიპლომატიური წარმომადგენლების, პარტიებისა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს ის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიულ პირობებში მიმდინარეობდეს საარჩევნო პროცესი.
,,ხელოვნურ ბარიერებში ბევრი რამ შეიძლება მოიაზრებოდეს, მათ შორის ისეთი ბარიერები, რომლებიც არსებობს ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნების დემოკრატიულობის საკითხი შეიძლება ეჭვქვეშ დგებოდეს, თუმცა ამ საფრთხეს ჩვენ ნაკლებად ვხედავთ", - განაცხადა კალანდაძემ.
Internet.ge