დღეიდან, პროგრამა "კარდაკარ"-ის ფარგლებში, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება იწყება.
ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, ამომრჩეველთა სიების განახლებული ვერსია კომისიის ყველა რაიონულ ორგანიზაციას სრულად გადაეგზავნა.
კაციტაძის
განმარტებით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას საქართველოს მასშტაბით, სპეციალურად შერჩეული 11 100 რეგისტრატორი უზრუნველყოფს, რომლებმაც სამუშაოების დაწყებამდე სპეციალური ტრენინგები გაიარეს.
Internet.ge