დღეს, 16:00 საათზე, მთავარი პროკურორის
პირველი მოადგილე - დავით საყვარელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა,
სადაც საჯარო ლექციას გამართავს. ლექციას დაესწრებიან უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალის და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეხვედრის
მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ ანტინარკოტიკულ
კამპანიაზე, სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა განრიდებასა და მედიაციაზე, ასევე
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე.
შეხვედრა
წარიმართება ინტერაქტიულ ფორმატში, შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ
მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს პირადად დაუსვან შეკითხვები მათთვის
საინტერესო და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე.
internet.ge