სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს
თავმჯდომარედ გიორგი გაბრიელაშვილი
დაინიშნა. იუსტიციის
მინისტრის
მოადგილე გიორგი ვაშაძემ, ახალი თავმჯდომარე თანამშრომლებს თავად
წარუდგინა.
„მინისტრთან
ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება,
რომ სამოქალაქო რეესტრს ახალი ხელძღვანელი ჰყოლოდა. ამ დრომდე
მე მქონდა ორი თანამდებობა: მინისტრის მოადგილისა და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის. ვინაიდან მინისტრის მოადგილესთან გარდა სამოქალაქო რეესტრისა, ბევრი სხვადასხვა საკითხებიც შემოდის განსახილველად, აქედან გამომდინარე სამოქალაქო რეესტრის ეფექტური მუშაობის გაგრძელებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი კადრის შერჩევა, რომელიც უწყებას უხელმძღვანელებდა. რეესტრი გააგრძელებს ისეთივე ინოვაციებზე და რეფორმებზე
მუშაობას,
როგორც აქამდე იყო. კვლავ იქნება ძალიან ბევრი ახალი პროექტი, რომელსაც სამოქალაქო რეესტრი შესთავაზებს მოსახლეობას“, –
განაცხადა
ვაშაძემ.
სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, სააგენტოს ცხოვრებაში დღეის მონაცემებით, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდია.
„ჩვენ
გაცნობიერებული
გვაქვს, რომ სააგენტოს მიერ მოპოვებულ ტიტულს ყოველდღე დაცვა უნდა. ვგეგმავთ, რომ უფრო ამბიციური გეგმები განვახორციელოთ.
ჩვენ გვინდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არ იყოს მხოლოდ მოსახლეობის რეგისტრაციის მწარმოებელი. გვსურს რეესტრი ჩამოვაყალიბოთ ახალი იდეების დაბადებისა და მათი სწორად რეალიზაციის ადგილად“, –
განაცხადა
გაბრიელაშვილმა.
გიორგი
გაბრიელაშვილი 1981 წელს, გურჯაანში დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. იგი 2006 წლიდან მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2011 წლის იანვრიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ. გიორგი გაბრიელაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი
შვილი. ამ დრომდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა,
რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ რჩება.
internet.ge