GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა
14:44 24.04.2012
დღის სიახლეები

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა, "ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზი" და კვლევის შედეგები წარმოადგინა. მონაცემების მიხედვით, 2011 წელს, წინა წლებთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა.

კვლევაში წარმოდგენილია ავარიების შესახებ აბსოლუტური და შედარებითი რაოდენობრივი მონაცემები, გამომწვევი მიზეზები, ზრდადობა/კლებადობისა და ცვალებადობის ტენდენციები და აგრეთვე თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემი.

კვლევის მიხედვით, 2006 წლიდან 95%-ითაა შემცირებული ავარიების ხვედრითი წილი რეგისტრირებული ავტომანქანების რაოდენობასთან შედარებით.

ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებლით ლიდერობს იმერეთი/რაჭა/გურიის რეგიონი, სადაც საშუალოდ ყოველ 10000 რეგისტრირებულ ავტომობილზე მხოლოდ 38 ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება.ზოგადად კი, 2008 წლიდან საშუალო წლიური 10%-იანი კლების პერმანენტული დინამიკა ნარჩუნდება ავარიების აბსოლუტური რაოდენობის მიხედვითაც.

გარდა ამისა, 2008 წელთან შედარებით, ჯამში, დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული ავარიებისა და დაშავებულ პირთა მაჩვენებელი.  თითქმის განახევრებულია გარდაცვლილ პირთა ხვედრითი წილი, სადაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 80%-იანი კლება აღინიშნება. კვლევების მიხედვით, კლების ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაც უსაფრთხოების ღვედების გამოყენების რეგულაციების უკეთ ადმინისტრირებას უკავშირდება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასეთი ტიპის სამართალდარღვევათა ლატენტურობამ მნიშვნელოვნად იკლო და იგი 2011 წლის მონაცემებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ გადაცდომათა სამეულში შევიდა სიჩქარის გადაჭარბებისა და სიმთვრალის შემდეგ, რაც თავისთავად გულისხმობს საკანონმდებლო ნორმის იმპლიმენტაციის ხარისხის ამაღლებას.

შსს მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წელში 1,52-დან 1,48-მდე დაიკლო ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაში საშუალოდ დაშავებულთა შეწონილმა მაჩვენებელმა, ხოლო გარდაცვალების კუთხით, 2005 წლიდან 2011-წლის ჩათვლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 95%-თაა დაკლებული და ხვედრითი წილი ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე 0,2-დან 0,1-მდე შემცირდა.

სულ საქართველოში 2011 წელს რეგისტრირებულია 4486 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროს გარდაიცვალა 526, ხოლო დაშავდა 6638 მოქალაქე.

დარეგისტრირებული 4486 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათაგან, 278 გამოწვეული იყო ალკოჰოლური სიმთვრალით, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 30, დაშავდა - 439, ხოლო სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების 1311 შემთხვევიდან გარდაიცვალა 156, დაშავდა - 1870. გარდაცვლილთა უმრავლესობა 41-60 წ. ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენს, ხოლო დაშავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 26-40 წ. მოდის. 10000 მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისი/მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე (16,2), ყველაზე ნაკლები - იმერეთი/რაჭა/გურიაში. აღნიშნული შემთხვევების შედეგად 10000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა ფიქსირდება შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (1,5), ყველაზე ნაკლები - სამეგრელო-ზემო სვანეთში (0,7), ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 10000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია თბილისი/მცხეთა-მთიანეთში (22,7), ყველაზე დაბალი კი - იმერეთი/რაჭა/გურიაში (8,2).

ავარიების, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის მიხედვით, საშუალოდ, ყველაზე კრიტიკული პერიოდია ივლისი-სექტემბერის ინტერვალი, რაც ძირითადად საკურორტო პერიოდიდან გამომდინარე სეზონურ რხევას უკავშირდება.

თბილისი/მცხეთა-მთიანეთში ალკოჰოლური სიმთვრალით და სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა სრული მოცულობის თითქმის 60%-ია. ამ ორივე მიმართულებით საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ იმერეთი/რაჭა/გურიისა და სამეგრელო/ზემო სვანეთის რეგიონებს, სადაც პროცენტული წილი 10%-ს არ აღემატება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით გაშუალებული მაჩვენებელია - 35%. ამასთან, სამეგრელო/ზემო სვანეთში 2011 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა პირის გარდაცვალების არც ერთი ფაქტი სიმთვრალით გამოწვეული ავარიის შემთხვევებში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სოზარ სუბარი: არ უნდა ავყვეთ თამაშს რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს1
თაკო ფხაკაძე: თოქ-შოუ „100 გრადუს ცელსიუსის“ წამყვანი მე არ ვიქნები2
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა3
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X