ინციდენტების
პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 36-ე შეხვედრა, რომელიც ოკუპირებულ გალის რაიონში უნდა
ჩატარებულიყო, ჩაიშალა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით,
შეხვედრის ჩაშლის მიზეზებზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
„შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ქართული მხარე არ ყოფილა“,- განაცხადა უტიაშვილმა.
internet.ge