საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა ექნება.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა გურჯაანში, საავადმყოფოს
გახსნისას გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, მარტო საავადმყოფოს
აშენება არაფერი არ არის და საჭიროა პეროსნალის გადამზადება და ექიმების
კვალიფიკაცია.
„მე ვიცი, რომ ჯერ ყველას არ აქვს სადაზღვეო პოლისი, მაგრამ ყველას, ვისაც
სჭირდება, უნდა ჰქონდეს. ძველი სიტუაცია, როცა გვიხდებოდა ელემენტარულ
რაღაცეებზე თბილისში ჩასვლა წარსულს ჩაბარდა. ადრე უსამართლობაში ცხოვრობდა ხალხი,
ახლა კი ახალი ჯანადაცვის სისტემა პირველ რიგში არის თანასწორობის იდეის
მატარებელი. დღეს ეს საავადმყოფოები საქართველოს ყველა მშრომელი ადამიანისთვისაა
ხელმისაწვდომი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ისეთი ტიპის სავადმყოფო, როგორც დღეს გურჯაანში გაიხსნა, ადრე, თბილისში მხოლოდ ერთი ან ორი იყო.
internet.ge