კოალიცია „ქართული ოცნება“ მედიით გასულ
ვიდეო მასალაზე, სადაც
ბიძინა ივანიშვილი მის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად უცნაურად ერთობა
განმარტებას აკეთებს.
როგორც ივანიშვილის ადმინისტრატორი
სოციალურ ქსელში წერს, სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობის დროს, განხორციელდა კიბერ-შეტევა, რის შედეგადაც
მათი კუთვნილი კომპიუტერიდან მოპარულ იქნა საოჯახო ვიდეო-არქივი.
„ძალოვანი
სტრუქტურებიდან
კონტროლირებადი
ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა 1998 წლის 14 სექტემბერს გადაღებული ვიდეო ჩანაწერის მცირე ნაწილი, დამონტაჟებული სახით. ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რასაც დარწმუნებულნი ვართ, ქართული საზოგადოება თვითონ გასცემს საკადრის პასუხს. საზოგადოებას შესაძლებლობას ვაძლევთ, ნახოს ეს ვიდეო სრული და ხელუხლებელი, დაუმონტაჟებელი სახით. ასეთი საქციელით მიხეილ სააკშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ისეთი რამ, რასაც ჰქვია ოჯახი, პირადი ცხოვრება, პრივატული სივრცე და ა.შ. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და ის ყველაფრის მკადრებელია. ისინი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ, რადგან არა აქვთ ამ ყველაფრის არც აღქმის და შესაბამისად არც განცდის უნარი ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა კრიმინალური ჯაჭვია შექმნილი ინტერნეტ-პროვაიდერების მონაწილეობით, ლოკალური და გლობალური ქსელებიდან, პირადი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით და არის თუ არა ამის ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლება. ამ მიზნით დაწყებულია გამოძიება, უკვე ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას და შესაძლოა სულ მალე როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ვამცნოთ ამჯერად ნამდვილად სკანდალური ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე“,-
იუწყება ივანიშვილის ოფიციალური გვერდი.
იხ.ბმული
Internet.ge