ტელეკომპანია „მე-9 არხი“ მაუწყებლობას 30 აპრილს დაიწყებს. ამის
შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ
„ფეისბუქში“, ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
„ფეისბუქში“ „მე-9 არხის“ გვერდზე განთავსდა ფოტო მინაწერით -
„საცდელი მაუწყებლობა დაიწყება 30 აპრილს 21:00 საათზე“.
სოციალურ ქსელში მითითებულია ასევე ინფორმაცია, რომ მაუწყებლობის ნახვის შესაძლებლობა გლობალ TV-ის, MAGTISAT-ის და სატელიტური თეფშის მეშვეობით
იქნება
შესაძლებელი.
internet.ge