შვეიცარიული
საქველმოქმედო
ფონდის, „ფონტობელის"
მხარდაჭერით,
უროლოგიის
ეროვნულ ცენტრში ონკოლოგიის ახალი განყოფილება გაიხსნა.
შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დღეს, შვეიცარიელ პროფესორებთან ერთად ახლადგახსნილი განყოფილება დაათვალიერა.
მინისტრმა
საერთაშორისო
თანამშრომლობაზე
გაამახვილა
ყურადღება
და აღნიშნა, რომ შვეიცარიას ძალიან მაღალი დონის ჯანდაცვის სისტემა აქვს. მისი თქმით, მათი სტანდარტების საქართველოში დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია.
მოგვიანებით
მინისტრი უროლოგიის ეროვნული ცენტრის მედპერსონალს შეხვდა და გაესაუბრა. შეხვედრაზე ასევე, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაზე,
სამედიცინო
მომსახურების
ხარისხზე,
ექიმებისა
და ექთნების კვალიფიკაციაზე გამახვილდა ყურადღება.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე
აპარატურით
და სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. აქ პაციენტებისთვის
ონკოლოგიური
დაავადებების
კომპლექსური
მკურნალობა
იქნება შესაძლებელი, რაც ქირურგიულ, ქიმიოთერაპიულ და ჰორმონოთერაპიულ
მომსახურებებს
გულისხმობს.
internet.ge