სტუდენტის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, სტუდენტებმა, დღეს პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი სტატუსის აღდგენასა და სწავლის დაფინანსებას ითხოვენ.
ახალგაზრდებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურიაც შეუერთდა.
მისი თქმით, სტუდენტებს, რომელთაც 2011–2012 წლებში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, სწავლის საფასური ბიუჯეტმა უნდა აუნაზღაუროს.
„მათ სწავლის საფასური პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან უნდა დაუფინანსდეთ, რომლის 80 პროცენტი ტაშ–ფანდურისთვის იხარჯება“, – დასძინა მან.
ბაღათურიას ინფორმაციით, ამ საკითხს, მისი ფრაქცია დღეს სამთავრობო საათზე, განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის წინაშე დააყენებს.
internet.ge