GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უძრავი ქონების მოძიება მობილური ტელეფონითაც შესაძლებელია
16:29 26.04.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქეებს კიდევ ერთი ახალი სერვისი შესთავაზა. გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების მოძიება ინტერნეტპორტალის გარდა, უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი. ახალი სერვისი დღეს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, სოსო წიქარიშვილმა გააცნო.

მოქალაქეს, რომლის  მობილური ტელეფონი აღჭურვილია Android ოპერაციული სისტემით  და  აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, შეუძლია ქონების ელექტრონული ბირჟის პორტალიდან www.eproperty.ge უფასოდ ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაცია, რაც მას საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონით, სწრაფად და მარტივად მოიძიოს მისთვის სასურველი გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონება.

ახალი სერვისი მოქალაქეებს დაეხმარება სასურველი უძრავი ქონების  შერჩევისას დროის დაზოგვაში, მისამართის მარტივად მიგნებაში. აპლიკაცია რეალურ დროში, მუდმივად განახლებადია.

მობილური აპლიკაცია ქონების ელექტრონული ბირჟის ოფიციალური პორტალის www.eproperty.ge ზუსტი ანალოგია და მოიცავს გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების შესახებ სრულ ინფორმაციას. ყველა პროდუქტს თან ახლავს ფოტოსურათი, კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი, ზუსტი მახასიათებლები და უახლესი ინფორმაცია ქონებრივი ვალდებულებების  შესახებ.

უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, ახალი სერვისი შესაძლებლობას აძლევს თითოეულ გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებაზე:

ზუსტად შეიტყოს უძრავი ქონების მდებარეობა ელექტრონულ რუკაზე;

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დაადგინოს ქონების მესაკუთრის ვინაობა;

· შეამოწმოს ადევს თუ არა ყადაღა  ან აკრძალვა ქონებას;

· დატვირთულია თუ არა ქონება საბანკო თუ არასაბანკო იპოთეკით ან საგადასახადო გირავნობით;

· რა მანძილი აშორებს სასურველ ობიექტამდე;

· და კიდევ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.

უახლოეს მომავალში, აპლიკაციას დაემატება უძრავი ქონების ბაზრის ოფიციალური სტატისტიკა. მაგ: კონკრეტულ  ქალაქსა თუ რაიონში  1 კვ/მ ღირებულება, დროის მოცემული მომენტისთვის რამდენი ბინა ან მიწის ნაკვეთია გასაყიდად თუ გასაქირავებლად გამოტანილი და სხვ. 

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო რეესტრი კი ნოვატორული პროექტების განხორციელების კუთხით კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საჯარო რეესტრი არის ქვეყანაში პირველი ადმინისტრაციული ორგანო, სადაც ყველა მომსახურება ელექტრონულად ხორციელდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უძრავი ქონების მოძიება მობილური ტელეფონითაც შესაძლებელია1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X