GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგა ბოკერია პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
17:13 26.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დღეს, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს, სტანისლავ კოჟეის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოებასთან და პოლონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 2012 წლის ჩიკაგოს სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმების გადახედვისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნატო ღია უნდა დარჩეს გაფართოებისთვის და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა შეძლოს  გლობალური ხასიათის თანამედროვე გამოწვევების და საფრთხეების წინაშე გამკლავება.

საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ  ნატოს ოპერაციებში საქართველოს მონაწილოება ხელს უწყობს საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებას, მათ შორის საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში. შეხვედრაზე იმედი გამოთქვეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანმხებასთან დაკავშირებით წარმატებული მოლაპარაკებების პროცესის წარმართვის გარშემო (მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ) და აღნიშნეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გარშემო დამატებითი მოლაპარაკებების წარმართვის აუცილებლობა“,- აცხადებენ უშიშროების საბჭოში.

ასევე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში ევროკავშირის მონაწილეობით გაფორმებული საზავო შეთანხმებების აღსრულების მონიტორინგის აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ ამ შეთანხმებების დარღვევა ხელს უწყობს რეგიონში არასატბილურობის ზრდას.

შეხვედრის დროს საქართველოსა და პოლონეთში სტრატეგიულ და თავდაცვის დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა მოხდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მცეთელების ნაწილს წყლის გადასახადი გაუძვირდებათ1
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
კახა კალაძე: ენგურჰესი გაყიდული არ არის და ის საქართველოს საკუთრებაშია4
ნარმანია: სახელმწიფო რწმუნებულს რეგიონებში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთახმებით დანიშნავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X