შინაგან
საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეფასებით, დეპუტატების
მიერ დასმული ზოგიერთი კითხვა ზოგადია და ის მისი უწყების კომპეტენციას სცდება.
სამთავრობო
საათზე, მინისტრმა დეპუტატებს პარლამენტში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
„ზოგიერთ
კითხვას სრულ პასუხს ვერ გავცემ, რადგან შეკითხვები ზოგადია. რამდენიმე საკითხი შსს–ს კომპეტენციას სცილდება.
2004 წლიდან, ჩემი უწყება ფინანსურ დანაშაულებს არ იძიებს, აქედან გამომდინარე, ამ
საკითხზე საუბარი გამიჭირდება“, – დასძინა მან და 2011 წლის თებერვალში მომხადარ
ფაქტზე გაამხვილა ყურადღება.
მინისტრის
განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უწყების ვებ–გვერდზე დიდი ხანია
დევს.
„ამ
ფატქზე, თუ ვინმეს სურს, რომ ჩემი განცხადება მოისმინოს, გეტყვით, რომ დათხოვნილია
– ორი პოლიციელი, ორი პოლიციელი დაქვეითდა, ხოლო ერთს საყვედური გამოუცხადდა. მათი
გვარები კი ვებ–გვერდზე არის გამოქვეყნებული“, – დასძინა მან.
Internet.ge