შინაგან
საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეფასებით, ვლადიმერ სანაკოევმა ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთან სრულფასოვან ინტერგაციაზე
ზრუნვა ისევ რომ დაიწყოს, ხელისუფლება მის ქვეყანაში დაბრუნებას მიესალმება.
როგორც
სამთავრობო საათზე მინისტრმა განაცხადა, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული პოლიტიკის
გატარებაში ყოველთვის ძალიან აქტიურად მუშაობს.
მისი
თქმით, სანაკოევი გარკვეულ ეტაპზე დადებით როლს ასრულებდა და კოკოითის
რეჟიმს აქტიურად ებრძოდა.
„მინდა
განვაცხადო, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ქართული პოლიტიკის გატარებაში. სანაკოევი გარკვეულ ეტაპზე დადებით
როლს ასრულებდა და აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს. ის თუ გადაწყვეტს, რომ ხვალ
ან ზეგ ამ საქმიანობას დაუბრუნდეს და საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით
თავისი საქმიანობა გააგრძელოს, ჩვენ ამის საშუალებას დღესაც დიდი სიამოვნებით
მივცემთ, რა ბეგრაუნდი და რა წარსულიც უნდა ჰქონდეს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა განცხადებას
გააკეთებს იმის შესახებ, არის თუ არა იგი რუსეთის დაზვერვის, უსაფრთხოების
აგენტი“, – დასძინა მან.
internet.ge